
ლეკორნუ: საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს. ბრიტანელებისთვის ეს უფრო რთულია
06/03/2025 09:45:09 ევროპა
საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო დახმარების დაპაუზების შემდეგ შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც.
„ჩვენი დაზვერვა სუვერენულია, ჩვენი საკუთარი შესაძლებლობებით. ჩვენ ამას უკრაინელებს ვუზიარებთ“, - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „გუშინდელი დღის შემდეგ შეჩერებულია“.
„ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც აშშ-სთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს ბევრად უფრო რთულია“, - თქვა ლეკორნუმ.