Accentnews.ge
შსს: ბაჩიაშვილმა საზღვარი ფარულად გადაკვეთა, სომხეთში რუსეთის პასპორტი წარადგინა

შსს: ბაჩიაშვილმა საზღვარი ფარულად გადაკვეთა, სომხეთში რუსეთის პასპორტი წარადგინა

05/03/2025 13:01:37 პოლიტიკა, სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, "ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა".

შსს-ს ინფორმაციითვე, ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, "მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი".

"შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით.

ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ. -ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

გიორგი ბაჩიაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა, მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. პროკურატურამ ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S