Accentnews.ge
პროკურატურამ ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

05/03/2025 11:31:47 სამართალი, საზოგადოება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

"დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით. პირადად საქართველოში არ იმყოფება და ჩავიბარე მე ბრალის დადგენილება",- თქვა ადვოკატმა ლევან მახაჩაშვილმა.

რაც შეეხება მომავალ სამართლებრივ პროცესს, ამ დროისთვის ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს გირაო შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით. პირველ ეტაპზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებული სახის პატიმრობით შეცვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება ძებნა ბრალდებულზე, ხოლო შემდეგ მოითხოვს ქვეყანა საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.

მოგვიანებით თქვა, რომ "სისტემაში არსებული ხვრელები, მათ შორის ადამიანებიც" გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S