Accentnews.ge
ხმაური მოჰყვა მოსამართლის გადაწყვეტილებას ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების თაობაზე

ხმაური მოჰყვა მოსამართლის გადაწყვეტილებას ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების თაობაზე

04/03/2025 19:38:10 საზოგადოება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, რომელიც 2.5 თვეა, მოსამართლედ არის დანიშნული, გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სასამართლოსთან ისმის შეძახილები, “რუსებო” “მონებო”.

დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან, თითქოს ის „პოლიციელზე თავდასხმას“ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით“.

როგორც ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის სიტყვიდან გაირკვა, 15 თებერვალს გურიის პოლიციის თანამშრომელმა პოლიციელმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა.

მისი პატაკის თანახმად, - თქვა ქათამაძემ, - ამაღლობელი მობილურით „კომუნიცირებდა“ პოლიციისათვის „დაუდგენელ პირებთან“, ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ინახება ამაღლობელის მობილურში და ამიტომ მოითხოვა ტელეფონზე წვდომა პროკურატურამ.

ადვოკატებმა სასამართლოს აღნიშნული პატაკის და ყველა დოკუმენტის დაუშვებლობის შუამდგომლობით მიმართეს.

“ვინმე დეტექტივმა თვე-ნახევრის წინ, 15 თებერვალს, სიზმარში ნახა, სადაც ბატონი ჩიტაია წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რომელიც ტელეფონით იღებდა რაღაც ინსტრუქციას, ამიტომ მისი ტელეფონიდან ინფორმაცია უნდა იქნეს გამოძიებული. მზია ამაღლობელს აქვს პირადი ცხოვრება, პროფესიული ცხოვრება ტელეფონში და გამოძიება უნდა დაჯდეს და მთელი ტელეფონი პატაკის საფუძველზე ჩხრიკოს. ამ პატაკის და ყველა დოკუმენტის დაუშვებლობის შუამდგომლობით მივმართეთ. ამ საქმეში ასეთი პატაკი გაჩნდა, ეს აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის მისი უკანონო მსჯავრდების საქმის უკან სხვა ინტერესები დგას და ეს სხვა ინტერესები პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ვითხოვდით ტელეფონის დაბრუნებას, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან, უნდა დაებრუნებინათ. ეს ტელეფონი უნდა გახსნან და ინფორმაცია მოიპოვონ, ითხოვენ ყველა ზარს, კონტაქტს. პოლიციელი ამბობს, რომ მზიამ მიიღო დავალება ტელეფონით, ეს წერია პატაკში, ასეა დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება, ასეთი პოლიციელი ყოველთვის მოიძებნება”,- აცხადებს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S