
სტარმერი: ლონდონი, პარიზი და კიევი სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ
02/03/2025 12:19:44 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა BBC-ისთან.
„დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საფრანგეთი და, შესაძლოა, ერთი ან ორი სხვა მხარე, უკრაინასთან ერთად იმუშავებენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ ამ გეგმას აშშ-სთან ერთად განვიხილავთ“, - თქვა პრემიერმა.
სტარმერმა ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის სამი ძირითად ელემენტს:
- კიევის ძლიერი პოზიცია, უსაფრთხოების ევროპული გარანტიები და აშშ-ის მხარდაჭერა.
მან ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნეს აცილებული შეთანხმება, რომელიც შეიძლება დაიშალოს:
"ეს განსაკუთრებით აწუხებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის".
მანამდე სტარმერმა მოლაპარაკება გამართა ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
სტარმერმა დასძინა, რომ თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის კონფლიქტის შემდეგ ის შეეცადა დიალოგის აღდგენას და იმას, რომ აშშ და უკრაინა დაუბრუნდნენ მშვიდობის მიღწევის ამოცანას.
ბრიტანეთი და საფრანგეთი აპირებენ, „მსურველთა კოალიცია“ შექმნან კიევის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიებით.
2 მარტს ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება. მოელიან, რომ მთავარი თემა, უკრაინა და უსაფრთხოება იქნება.