
აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური იმართება
01/03/2025 06:48:22 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დილიდან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
"პრეზიდენტად" ოპოზიციონერი ადგურ არძინბა და მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა იყრიან კენჭს, რომლემაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა - შესაბამისად 36,92% და 46,38% მოაგროვეს, მაგრამ აუცილებელ 50%-ს ვერ გადასცდნენ.
ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის გახსნილი იყო 152-ვე საარჩევნო უბანი 35 ოლქში.
ძირითადი სია 134 000-ზე მეტ ამომრჩეველს ითვლის.
მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუკი მასში ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 25% მაინც მიიღებს მონაწილეობას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S