Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ამისთვის ვმუშაობთ

ზელენსკი: უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ამისთვის ვმუშაობთ

28/02/2025 19:35:22 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:

"მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. გმადლობთ პრეზიდენტ ტრამპს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს.უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ."

მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე განცხადება გამოაქვეყნა:

"თეთრ სახლში დღეს გვქონდა ძალიან საგულისხმო შეხვედრა. გაირკვა ბევრი რამ, რისი გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მხურვალების და ზეწოლის პირობებში გამართული საუბრის გარეშე. გასაოცარია რა ამოდის ზედაპირზე ემოციის გზით, და მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, ამერიკის ჩართულობით - რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S