
ტრამპი: ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის
28/02/2025 18:44:24 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელში Truth Social განცხადება გამოაქვეყნა:
"თეთრ სახლში დღეს გვქონდა ძალიან საგულისხმო შეხვედრა. გაირკვა ბევრი რამ, რისი გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მხურვალების და ზეწოლის პირობებში გამართული საუბრის გარეშე. გასაოცარია რა ამოდის ზედაპირზე ემოციის გზით, და მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, ამერიკის ჩართულობით - რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა.
მანამდე ზელენსკის, ტრამპსა და ვენს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა.