
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს დაატოვებინეს
28/02/2025 18:19:10 საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს დაატოვებინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ი ამჟამად "უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სამუშაოებს ატარებს".
მანამდე „რადიო თავისუფლება" იტყობინებოდა მგზავრზე დაყრდნობით, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.