Accentnews.ge
მღებრიშვილი: გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული, იყო სხვა გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული სტიქიური მოვლენებით

მღებრიშვილი: გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული, იყო სხვა გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული სტიქიური მოვლენებით

26/02/2025 20:01:44 რეგიონები, საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ფიქსირდება სხვა გარდაცვალების ფაქტებიც, თუმცა , მისი მტკიცებით, სტიქიასთან კავშირი არ აქვს.

"ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. გურიაში, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული, იყო სხვა გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული სტიქიური მოვლენებით, ეს იყო ბუნებრივი შემთხვევები, აქედან გამომდინარე, გურიაში გვაქვს მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ", - თქვა მღებრიშვილმა "რუსთავი 2"-თან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S