
მედია: ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა, დიდთოვლობის გამო მეზობლები უმწეო ქალის დახმარებას ვერ ახერხებენ
25/02/2025 10:22:39 რეგიონები, საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიაგამოცემა "გურიის მოამბე" იტყობინება.
მედეიასაშუალებას უამბობენ, რომ დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.
ვარაუდობენ, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი დიაბეტი გახდა - უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დახმარების თხოვნაც ვერ შეძლო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021