
ახალგორელ მოსწავლეებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირების" შესახებ უყვებიან
20/02/2025 16:42:51 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონის სკოლებში ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის "გმირების" შესახებ უტარებენ გაკვეთილებს.
"სიმამაცის გაკვეთილები" - ასე ჰქვია ლექციათა კურსს, მიძღვნილს 23 თებერვლისადმი - მამულის დაცვის დღის საბჭოთა დღესასწაულისადმი, რომელიც როგორც რუსეთში, ისე მის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებში დღემდე აღინიშნება.
ამასთან, ლექციებზე მოსწავლეებს უყვებიან ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრ მამაკაცებზე, 'რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში აგრესორის მხარეს ბრძოლის დროს დაიღუპნენ.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის არარსებობა და ამავდროულად რუსული ენის არცოდნა წარმოადგენს. 2024 წლის ზაფხულში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონში უკანასკნელი ქართული სკოლა დაიხურა და იმავე წლის 1 სექტემბრიდან ადგილობრივ სასწავლებლებში ქართული ცალკე - რიგით საგნად ისწავლება. 2017 წლამდე რაიონში სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით ხორციელდებოდა, 2017 წლის სექტემბრიდან კი მთლიანად ჩანაცვლდა რუსულით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021