
ტრამპი უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს
20/02/2025 05:29:40 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს.
როგორც მან მაიამიში, საინვესტიციო ფორუმზე სიყვით გამოსვლისას განაცხადა, "უკრაინამ გარიგება ორი დღის წინ ჩაშალა".
"ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი წავიდა უკრაინაში დოკუმენტზე ხელმოწერისთვის და იქ რომ მივიდა, ცარიელი დაბრუნდა. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს“, - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა გარიგება აღადგინოს, ტრამპმა უპასუხა:
”დიახ, ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ შეთანხმებას, ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ვაპირებ მის განახლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] რაღაცები არცთუ ძალიან გაახარებს".
მანამდე, 19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით წამოწყებული შეთანხმების სამუშაო ვარიანტი, რომელიც შეერთებულ შტატებს მისცემს წვდომას უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივ რესურსებზე უკრაინაში, არ შეიცავს "უსაფრთხოების გარანტიებს" კიევისთვის. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა იგი ამბობს, რომ მზად არის, იმუშაოს "სერიოზულ დოკუმენტზე", თუ მასში გათვალისწინებული იქნება "უსაფრთხოების გარანტიები".
"მოდი, შევთანხმდეთ… მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ეს დოკუმენტი მზად არ არის. ეს [დოკუმენტი] არის ჩემი უფლებამოსილების, უკრაინის კონსტიტუციისა და კანონების მიღმა. რაც მთავარია, მასში უსაფრთხოების გარანტიებზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. ჩვენ ყველას გვსურს გამარჯვება, ჩვენ გვსურს ტრამპის გამარჯვება და უკრაინის გამარჯვება, რათა ყველამ წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ აქ [ამ დოკუმენტში] არაფერია ნათელი. მე ვიცავ უკრაინას და ვერ გავყიდი. მე ვერ გავყიდი ჩვენს სახელმწიფოს", – განაცხადა ზელენსკიმ.
იგი ამბობს, რომ მზად არის, აშშ-ის წინადადება გასაჯაროვდეს, თუმცა აღნიშნავს: „არა მგონია, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას გამოადგეს“.
ცნობისთვის: 3 თებერვალს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
“ჩვენ გვსურს უკრაინას შევუთანხმდეთ, რომ ჩვენ რასაც ვაძლევთ, იშვიათ მიწათა [მინერალებით] და სხვა რაღაცებით გაანაღდებენ".
უკრაინის გეოლოგიური კვლევის თანახმად, უკრაინას იშვიათ მიწათა მინერალები დიდი რაოდენობით გააჩნია. იშვიათ მიწათა მინერალების ნაირსახეობა 17 მინერალისაგან შედგება. მათზე მზარდი მოთხოვნაა ბატარეებისთვის, კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისა და ელექტრომანქანებისთვის, იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგი შეფასებით, უკრაინის ლითიუმის დეპოზიტები მილიარდობით დოლარის ღირებულებისაა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021