
მოსკოვში ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარის ოჯახი დააკავეს
31/05/2019 17:08:31 კავკასია
ძალოვანებმა ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარის ახმედ პოგოროვის მოსკოვის ბინა გაჩხრიკეს და მისი ოჯახის წევრები – მეუღლე და ქალიშვილი დააკავეს, – აცნობა მედიას პოგოროვის ვაჟმა აბუბაქრმა.
ირკვევა რომ აბუბაქრი ოჯახში ძალოვანების მისვლის მომენტში იმყოფებოდა მეგობართან, რომლის სახლიც მოგვიანებით, ასევე გაჩხრიკეს.
პოგოროვის ვაჟისთვის დიდისა და დის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია და იგი მათი ძებნითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ძალოვანებმა ყარაბულაკში პოგოროვისა და მისი ნათესავების სახლების ჩხრეკის შემდეგ აქტივისტის სამი ახლობელი დააკავეს, მათ შორის – მისი ძმა მაგომედი, რომელიც მაგასში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პირთა საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 25 აპრილსაც ჩატარდა–მას შემდეგ, რაც პოგოროვმა ინგუშეთის ხელისუფლებად დაკავებული აქტივისტების გასათავისუფლებად მეტი ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ორ დღეში, 27 აპრილს პოგოროვი მაგასის 27 მარტის აქციის საქმესთან დაკავშირებით ფედერალურ ძებნაში გამოაცხადეს.
ცნობისთვის: 2 7 მარტის აქციაზე აქტივისტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა.
7 აპრილს პოგოროვმა ვიდეომიმათვა გაავრცელა, მაგასის ცენტრალურ მოედანზე განვითარებულ მოვლენებს პროვოკაცია უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა დაკავებული აქტივისტისთვის ჯარიმებს თვითონ გადაიხდიდა.
თავად პოგოროვი სასამართლომ 20 000 რუბლით დააჯარიმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021