
პუტინი: რუსეთი მზადაა, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის
19/02/2025 14:07:10 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასი".
მისივე ცნობით, პუტინი მიესალმა აშშ-ს და რუსეთს შორის საუდის არაბეთში 18 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებებს და თქვა, რომ "მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ნდობის გაზრდა"
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უთხრა, რომ უკრაინა მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
მან ასევე განაცხადა, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა ტრამპს, მაგრამ ეს შეხვედრა ჯერ კიდევ მოსამზადებელია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S