Accentnews.ge
ზელენსკი – ბუნებრივი რესურსების შესახებ ტრამპის  ინიციატივით წამოწყებული შეთანხმების სამუშაო ვარიანტზე: "მე ვიცავ უკრაინას და ვერ გავყიდი"

ზელენსკი – ბუნებრივი რესურსების შესახებ ტრამპის  ინიციატივით წამოწყებული შეთანხმების სამუშაო ვარიანტზე: "მე ვიცავ უკრაინას და ვერ გავყიდი"

19/02/2025 13:21:19 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით წამოწყებული შეთანხმების სამუშაო ვარიანტი, რომელიც შეერთებულ შტატებს მისცემს წვდომას უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივ რესურსებზე უკრაინაში, არ შეიცავს "უსაფრთხოების გარანტიებს" კიევისთვის. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თუმცა იგი ამბობს, რომ მზად არის, იმუშაოს "სერიოზულ დოკუმენტზე", თუ მასში გათვალისწინებული იქნება "უსაფრთხოების გარანტიები".

"მოდი, შევთანხმდეთ… მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ეს დოკუმენტი მზად არ არის. ეს [დოკუმენტი] არის ჩემი უფლებამოსილების, უკრაინის კონსტიტუციისა და კანონების მიღმა. რაც მთავარია, მასში უსაფრთხოების გარანტიებზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. ჩვენ ყველას გვსურს გამარჯვება, ჩვენ გვსურს ტრამპის გამარჯვება და უკრაინის გამარჯვება, რათა ყველამ წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ აქ [ამ დოკუმენტში] არაფერია ნათელი. მე ვიცავ უკრაინას და ვერ გავყიდი. მე ვერ გავყიდი ჩვენს სახელმწიფოს", – განაცხადა ზელენსკიმ.

ის ამბობს, რომ მზად არის, აშშ-ის წინადადება გასაჯაროვდეს, თუმცა აღნიშნავს: „არა მგონია, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას გამოადგეს“.

ცნობისთვის: 3 თებერვალს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

“ჩვენ გვსურს უკრაინას შევუთანხმდეთ, რომ ჩვენ რასაც ვაძლევთ, იშვიათ მიწათა [მინერალებით] და სხვა რაღაცებით გაანაღდებენ".

უკრაინის გეოლოგიური კვლევის თანახმად, უკრაინას იშვიათ მიწათა მინერალები დიდი რაოდენობით გააჩნია. იშვიათ მიწათა მინერალების ნაირსახეობა 17 მინერალისაგან შედგება. მათზე მზარდი მოთხოვნაა ბატარეებისთვის, კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისა და ელექტრომანქანებისთვის, იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგი შეფასებით, უკრაინის ლითიუმის დეპოზიტები მილიარდობით დოლარის ღირებულებისაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S