
ზელენსკი: ტრამპი დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობს
19/02/2025 11:50:46 მსოფლიო
დონალდ ტრამპი, რომელსაც პატივს ვცემ, როგორც ლიდერს, დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობს,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის რეაქცია აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ მანამდე მათ სამი წელი ჰქონდათ ომის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა. თუმცა რა მონაცემებს ეყრდნობა, არ უთქვამს. იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც თავად ქვეყანას 25 წელია მართავს. დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინაში არჩევნების შესახებ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აცხადებს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და შექმნილ სიტუაციას ეფუძნება.
ზელენსკის თქმით, ტრამპი რუსეთიდან წამოსულ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას უყურებს, მათ შორის, ზელენსკის 4%-იანი რეიტინგის შესახებ ტყუილს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის მიხედვით, მას უკრაინელების 58% ენდობა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021