
ერდოღანი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა
18/02/2025 17:08:13 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჰეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობა თურქეთში შესთავაზა.
სამშვიდობო პირობებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის ჩამოყალიბებისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა".
როგორც ცნობილია, დღეს საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინელი ოფიციალური პირები არ ყოფილან მიწვეული.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S