
ცხინვალმა "ღორის გრიპთან" დაკავშირებით ერთკვირიანი კარანტინი შემოიღო
18/02/2025 14:48:04 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "ღორის გრიპისა და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელების გამო" ერთკვირიანი კარანტინი დაწესდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დე-ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში გავრცელებული გრიპის სტრუქტურაში შტამი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) სჭარბობს.
"ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად 19-25 თებერვლის პერიოდში ქალაქ ცხინვალის, ასევე ცხინვალისა და ზნაურის რაიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კარანტინის შემოღების წინადადებით გამოვედით. ჯავის რაიონში კარანტინის რეჟიმში მხოლოდ სოფელ გუფთის სკოლა დაიხურება" - აღნიშნა მან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021