
ზელენსკი: ერთადერთ რუსს შევხვდები - პუტინს, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინას, ევროპასა და აშშ-ს საერთო გეგმა ექნებათ!
14/02/2025 17:02:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სადღეისოდ საუბარი არ არის სამშვიდობო შეთანხმებაზე, რადგან ასეთი შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ ომის დასრულების გეგმა. ამის შესახებ მან ისაუბრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით, "სტრატეგიული ინვესტიციები: უსაფრთხოების სფეროში უკრაინა-ამერიკის თანამშრომლობის მომავალი".
"დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ სამშვიდობო შეთანხმებაზე და არ არის საჭირო შუამავლების ძიება უკრაინასა და პუტინს შორის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქვეყნის – შეერთებული შტატების და ძლიერი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ძლიერი მხარდაჭერა. რუსებს არ შევხვდები. არ ვიცი, მოეწონებათ თუ არა[...] მე მხოლოდ პუტინს შევხვდები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტრამპთან ერთად მოვამზადებთ საერთო გეგმას, რათა პუტინმა შეწყვიტოს ომი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევხვდები მას. კომპრომისების არანაირი სხვა პლატფორმები არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021