Accentnews.ge
ლაიენმა ტრამპს "სამართლიანი მშვიდობისთვის“ ერთად მუშაობისკენ მოუწოდა: წარუმატებელი უკრაინა აშშ–ის ინტერესებსაც დააზიანებს

ლაიენმა ტრამპს "სამართლიანი მშვიდობისთვის“ ერთად მუშაობისკენ მოუწოდა: წარუმატებელი უკრაინა აშშ–ის ინტერესებსაც დააზიანებს

14/02/2025 15:31:34 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთთან ომის დასასრულებლად ცუდ შეთანხმებაზე უკრაინის იძულება აშშ-ის ინტერესებსაც დააზიანებს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა მან.

ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, „სამართლიანი მშვიდობისთვის“ ერთად იმუშაონ.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ევროკავშირს სჭირდება მკვეთრად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და ბლოკისთვის მკაცრი ვალის წესების შემსუბუქების მოწოდებით გამოვიდა.

„ეს საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები“, - განაცხადა მან.

ევროკავშირის წევრები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ, ხოლო ვალის კოეფიციენტი – მშპ-ს 60%-ზე დაბლა.

როგორც გერმანული მედია იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპაში ბევრი გააკვირვა, როდესაც მან ევროპელ ლიდერებთან და უკრაინულ მხარესთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S