Accentnews.ge
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჯარის გაგზავნას და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჯარის გაგზავნას და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

14/02/2025 10:57:54 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინაში ჯარის გაგზავნას და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესბას არ გამორიცხავს.

კერძოდ, როგორც მან ხუთშაბათს The Wall Street Journal–ს განუცხადა, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უკრაინაში ჯარი გაგზავნოს და მოსკოვს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებს არ გამართავს.

მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის საკითხი "მაგიდაზეა" ისევე, როგორც ეკონომიკური ბერკეტი, თუ სამშვიდობო შეთანხმება კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას არ უზრუნველყოფს.

"არსებობს ეკონომიკური ბერკეტები და, რა თქმა უნდა, არსებობს სამხედრო ბერკეტები", - განუცხადა ვენსმა გამოცემას.

ცნობისთვის: დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი მონაწილეობენ. როგორც დასავლური მედია იუწყება, კონფერენციის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს მიიჩნევენ.

13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ დღეს მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართებოდა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი მიუნხენში. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.

13 თებერვალს ტრამპის მიმართ გაფრთხილება გამოთქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნების გარეშე შეთანხმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S