Accentnews.ge
ბერბოკი ტრამპს აფრთხილებს: უკრაინელებისა და ევროპელების ჩართულობის გარეშე რუსეთთან მიღწეული მოჩვენებითი მშვიდობა არავის არაფერს მოუტანს

ბერბოკი ტრამპს აფრთხილებს: უკრაინელებისა და ევროპელების ჩართულობის გარეშე რუსეთთან მიღწეული მოჩვენებითი მშვიდობა არავის არაფერს მოუტანს

14/02/2025 10:24:41 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინელების და ევროპელების ჩართულობის გარეშე რუსეთთან არანაირი შეთანხმება არ უნდა იყოს მიღწეული. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე განაცხადა.

მისი თქმით, "უკრაინელებისა და ევროპელების ჩართულობის გარეშე მიღწეული მოჩვენებითი მშვიდობა არავის არაფერს მოუტანს".

"უკრაინის უსაფრთხოების ძლიერი და გრძელვადიანი გარანტიები ისევე, როგორც ძლიერი NATO მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა", – დასძინა მან.

ცნობისთვის: 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ დღეს მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართებოდა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი მიუნხენში. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.

13 თებერვალს ტრამპის მიმართ გაფრთხილება გამოთქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნების გარეშე შეთანხმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S