Accentnews.ge
სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები ფიცოს გადადგომის მოთხოვნით

სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები ფიცოს გადადგომის მოთხოვნით

07/02/2025 18:28:18 ევროპა

"სლოვაკეთი ევროპაა" სახელწოდებით აქციები ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება.

ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებების საფრთხის ქვეშ დაყენებაზე, მოსკოვის მზარდ გავლენაზე საუბრობენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ.

სლოვაკები აქციებს ასევე ატარებენ პრაღაში, ბრნოში, ბერლინში, კრაკოვში, ლონდონში, ნიუ იორკში, პარიზსა და ლუქსემბურგში.

"არ დავუშვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული პრაქტიკა და პრორუსული პროპაგანდა დომინირებდეს. ფიცო საფრთხეს უქმნის სლოვაკეთის მომავალს დემოკრატიულ და თავისუფალ ევროპაში", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S