Accentnews.ge
„თბილისი მოლთან“ და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა

„თბილისი მოლთან“ და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა

03/02/2025 08:01:40 სამართალი, საზოგადოება

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.

შსს–ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ცნობისთვის: 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა.

ვრცელდება ასევე კადრები, სადაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევისთვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი პროტესტისთვის შეკრებილ მოქალაქეებს აგინებს.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

"2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ხუთ ადამიანს დაკავების შემდეგ ცემის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა",- იტყობინება "რადიო თავისუფლება". მისივე ცნობით, სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში კლინიკაში გადაყვანილები არიან ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S