Accentnews.ge
შვედეთი უკრაინას 2022 წლის შემდეგ სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 2022 წლის შემდეგ სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს გადასცემს

30/01/2025 17:37:42 ევროპა

შვედეთი უკრაინას $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ეს ყველაზე მსხვილი დახმარებაა 2022 წლის შემდეგ.

"ეს არის რიგით მე-18 პაკეტი, რომელიც შვედეთმა უკრაინისთვის გამოყო. ეს არის ასევე ყველაზე დიდი პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ",- ამბობს შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი.

იონსონის თქმით, პაკეტი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთი უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს, როგორც საკუთარი ქვეყანის, ისე ევროპის სხვა მომწოდებლებთან აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S