Accentnews.ge
PACE "ოცნების" წევრთა მანდატების ბედს ფართო განხილვის გარეშე გადაწყვეტს

PACE "ოცნების" წევრთა მანდატების ბედს ფართო განხილვის გარეშე გადაწყვეტს

27/01/2025 12:52:14 ევროპა, პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მანდატების ბედს ფართო განხილვის გარეშე - სულ 30 წევრის ხმებით გადაწვეტს. შესაბამისი ინიციატივით PACE-ს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელმა ბორიანა ობერგმა მიმართა.

"საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია - მასში მხოლოდ "ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი. ამ პარტიის დამფუძნებელი და ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი კი მის რეჟიმთან ერთად საქართველოში დემოკრატიულ წესრიგს ანადგურებს. სწორედ ამიტომ მოგმართავთ EPP-ს სახელით თხოვნით, შეუჩეროთ ასამბლეაში "ოცნების" წარმომადგენლებს მანდატები" - განაცხადა სტრასბურგში ბორიანა ობერგმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესდების თანახმად, მანდატების მოქმედების შესაჩერებლად 30-ზე ოდნავ მეტი ხმაა საკმარისი. ობერგის ინიციატივამ 30-ზე მეტი ხმა მიიღო. შესაბამისად, საკითხი განსახილველად მონიტორინგის კომიტეტს გადაეცა და მისი გადაწყვეტილება 24 სთ-ის განმავლობაში გამოცხადდება, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს კი 29 იანვარს უყრიან კენჭს.

ქართულ დელეგაციას "ოცნებელი" თეა წულიკიანი ხელმძშღვანელობს.

სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც "ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმურობას არ სცნობენ. იანვრის დასაწყისში სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ ("ცვლილებებისთვის", "ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო") ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტეოდოროს რუსოპულოსსა და ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელს ერთობლივი წერილით მიმართა, რომლითაც მოუწოდა, "ოცნების" წარმომადგენლების მანდატები არ აღიარონ.

სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების პრემიერი ირაკლი კობახიძე მომხდარს ტრადიციული პროპაგანდისტული გზავნილებით გამოეხმაურა და როგორც ოპოზიცია, ისე "მისი მფარველები" "ქვეყნისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში" დაადანაშაულა.

"არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ [ოპოზიციის - რედ.] ნაბიჯები თავიდან ბოლომდე კოორდინირებულია იმ სუბიექტების მიერ, რომლებსაც ქვეყნის განვითარება და პროგრესი არ სურთ, თუმცა 4 წლის განმავლობაში მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის ზიანის მიყენების მცდელობა კრახისთვისაა განწირული" - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S