Accentnews.ge
ევროპის საბჭოს სააპარლამენტო ასამბლეაში "ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა

ევროპის საბჭოს სააპარლამენტო ასამბლეაში "ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა

27/01/2025 11:20:17 ევროპა, პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

მისივე ინფორმაციით, ახლა, 24 საათის განმავლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა უნდა მოამზადოს მოხსენება და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ოთხშაბათს, 29 იანვარს უყრიან კენჭს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. ეს ნიშნავს, რომ დღეს მისი წევრები კებნჭისყრებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ხოლო თუ 29 იანვარს შესაბამისი მოხსენება დაიდო, საერთოდაც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას ასამბლეის მუშაობაში" - განმარტავს იოზვიაკი.

ქართულ დელეგაციას "ოცნებელი" თეა წულიკიანი ხელმძშღვანელობს.

სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც "ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმურობას არ სცნობენ. იანვრის დასაწყისში სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ ("ცვლილებებისთვის", "ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო") ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტეოდოროს რუსოპულოსსა და ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელს ერთობლივი წერილით მიმართა, რომლითაც მოუწოდა, "ოცნების" წარმომადგენლების მანდატები არ აღიარონ.

სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების პრემიერი ირაკლი კობახიძე მომხდარს ტრადიციული პროპაგანდისტული გზავნილებით გამოეხმაურა და როგორც ოპოზიცია, ისე "მისი მფარველები" "ქვეყნისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში" დაადანაშაულა.

"არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ [ოპოზიციის - რედ.] ნაბიჯები თავიდან ბოლომდე კოორდინირებულია იმ სუბიექტების მიერ, რომლებსაც ქვეყნის განვითარება და პროგრესი არ სურთ, თუმცა 4 წლის განმავლობაში მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის ზიანის მიყენების მცდელობა კრახისთვისაა განწირული" - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S