Accentnews.ge
დუდა: "არ მსურს, პუტინს ვეხვეწო მოლაპარაკებების დაწყება, - მინდა, ის უკრაინას ევედრებოდეს ამას"

დუდა: "არ მსურს, პუტინს ვეხვეწო მოლაპარაკებების დაწყება, - მინდა, ის უკრაინას ევედრებოდეს ამას"

24/01/2025 11:04:06 ევროპა, პოლიტიკა

"არ მსურს, ვლადიმირ პუტინს ვეხვეწო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას - მინდა, პუტინი ევედრებოდეს უკრაინასა და მის მოკავშირეებს მოლაპარაკების დაწყებასა და იმაზე საუბარს, როგორ დავასრულოთ ომი და გადავჭრათ ყველა არსებული პრობლემა" - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.

როგორც მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მსვლელობისას განაცხადა, "რუსეთი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემს, არც თავად რუსები სცემენ, რომლებიც მას ყოველდღიურად არღვევენ, ამდენად, თუ მკითხავთ, როგორ ვუბიძგოთ პუტინს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, უნდა მივიღოთ ისეთი გადამწყვეტი ზომები, რომლებიც მას აიძულებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები მოითხოვოს" - განაცხადა დუდამ ფორუმის ფარგლებში გამართულ "უკრაინულ საუზმეზე".

აი, "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე გუნდი კი აგრძელებს სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ მცდელობებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრაცა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიც არა აგრესორი პუტინისა და მისი ქვეყნის, არამედ თავდასხმის ობიექტების ბრალეულობად წარმოაჩინოს, კრემლის პირი მოჰბანოს და საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს სახელისგან გაათავისუფლოს.

„უკრაინაში ომის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდა, უკვე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ნებისმიერი ომის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლება. შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და ე.წ. დიფ სთეითმა, იმავე გლობალურმა ომის პარტიამაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება უკრაინაში შეიძლებოდა, თუმცა არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერმა რაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S