Accentnews.ge
ფიცო: "სლოვაკეთში მოქმედებს ექსპერტთა იგივე ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს საქართველოს მოვლენებთან და უკრაინულ მაიდანთან"

ფიცო: "სლოვაკეთში მოქმედებს ექსპერტთა იგივე ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს საქართველოს მოვლენებთან და უკრაინულ მაიდანთან"

22/01/2025 15:48:54 ევროპა, პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მტკიცებით, ამჟამად მის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მისაღწევად "მოქმედებს ექსპერტთა იგივე ჯგუფი, რომელსაც კავშირი ჰქონდა საქართველოს მოვლენებსა და უკრაინულ მაიდანთან".

ფიცო, რომლის პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, საქართველოსა და უკრაინაში კარგად ცნობილ კრემლისტურ ანტიდასავლურ კონსპიროლოგიურ თეორიებს იყენებს და ირწმუნება, რომ სლოვაკურ ოპოზიციას "არ სურს სამართლიანი პოლიტიკური ბრძოლა და ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი გეგმები სამთავრობო უწყებების დაკავების შესახებ".

საპროტესტო მოძრაობის კონტექსტში პრემიერმა საქართველოსა და უკრაინასთან გაავლო პარალელი და განაცხადა, რომ "ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც როგორც საქართველოში მიმდინარე პროტესტთან, ისე თავის დროზე უკრაინულ მაიდანთან ჰქონდა კავშირი, ამჟამად სლოვაკეთის ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული დაკვირვების ქვეშაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S