Accentnews.ge
ზელენსკი ალიევს შეხვდა

ზელენსკი ალიევს შეხვდა

22/01/2025 12:38:27 კავკასია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს შეხვდა.

როგორც მოგვიანებით სოციალურ ქსელში ზელენსკიმ დაწერა, შეხვედრის დროს მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა აზერბაიჯანის ლიდერს ამასწინანდელი ავიაკატასტროფის გამო და აღნიშნა, რომ "შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებები ნათლად მეტყველებს მომხდარის რეალურ მიზეზებზე, ამდენად, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა, რათა მან სიმართლე აღიაროს".

გარდა ამისა, ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთერთობები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის - ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოება და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა.

"ჩვენ ღრმად ვაფასებთ დახმარებას, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას უწევს. მადლობა!" - წერს ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S