
მედია: გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
16/01/2025 09:56:57 ევროპა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმების შემთხვევაში ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის საკითხს განიხილავენ, - იუწყება The Telegraph.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს აღნიშნულ იდეას და ამის შესახებ უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.
მოლაპარაკებების დეტალები კონფიდენციალური რჩება, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე მაღალი რანგის წყარო აცხადებს, რომ სტარმერს ამ გეგმისთვის ჯერ–ჯერობით სრულად არ დაუჭერია მხარი.