
ფიცოს პრორუსული პოლიტიკა ათასობით დემონტსრანტმა გააპროტესტა
11/01/2025 10:11:50 ევროპა
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად მასშტაბური აქციები გაიმართა.
"ჩვენ გვრცხვენია ფიცოსი" - სკანდირებდნენ შეკრებილი მოქალაქეები.
რობერტ ფიცოს მიმართ მოსახლეობის პროტესტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პოპულისტი პოლიტიკოსი შობის წინ მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.