
"რუსულმა კლუბებმა ჩვენს მორაგბეებზე ნადირობა გამოაცხადეს"
31/05/2019 12:38:10 ციტატა
"რუსულმა კლუბებმა პირდაპირ ნადირობა გამოაცხადეს ჩვენს მორაგბეებზე. ქართული კლუბები წინააღმდეგობას ვერ უწევენ და იძულებულნი არიან, მოთამაშეები გაუშვან. ისინი, ვისაც ჯერ კდევ აქვს პოტენციალი და იმედი, რომ ნაკრებში ითამაშებს, რუსეთში წასვლისგან თავს იკავებენ. აი, 25-27 წლის მოთამაშეების შეჩერება კი, რომლებსაც ოჯახები ყავთ სარჩენი, შეუძლებელია. ცხადია, მათი გადინება ჩვენს კლუბებს ასუსტებს.
უწინარესად, უნდა განვაახლოთ კლუბების დხმარების სახელმწიფო პროგრამა. ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ეს დიდი შეღავათი იქნება ჩვენი გუნდებისთვის. ასევე, საჭიროა რაგბის კავშირმა დააწესოს დამატებითი რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს მოთამაშეების ინდივიდუალურ ზრდას. როცა კლუბები მოღონიერდებიან, გაიზრდება კონკურენცია, ამაღლდება დონე და რაგბის პოპულარობა, გაიზრდება კერძო სექტორის დაინტერესაბაც, რომლებიც ქართული კლუბების სპონსორობას მოინდომებენ. ზოგადად, განვითარების ახალი სტრატეგიის შექმნაა საჭირო. ამაზე უკვე ვმუშაობთ".
განაცხადა LELO.GE–სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021