
დღეს ადიგენი საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს
27/12/2024 12:56:36 რეგიონები, რეკლამა
დღეს ადიგენი საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს, რომლისთვისაც მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
"დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიებები 14:00 სთ-დან დაიწყება და მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა ელის. მოეწყობა ორკესტრის და ზღაპრის გმირების, თეატრალიზირებული მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი სივრცეები. დღის ბოლოს კი გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას პოპულარული მომღერლები მიიღებენ: ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე, ეკა დოლიძე, ნეკა სებისკვერაძე, კვარტეტი "უნისონი", ეთნო ჯაზ-ჯგუფი "ირიაო",დავით ილურიძის ბენდი.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.გელოდებით ყველას დაბა ადიგენში, ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა და ვიზეიმოთ ახალი წელი!", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021