Accentnews.ge
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: "26 ოქტომბრის არჩევნები დახარვეზებულია"

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: "26 ოქტომბრის არჩევნები დახარვეზებულია"

21/12/2024 13:07:09 ევროპა, პოლიტიკა

ნორვეგიის საგარეო პოლიტიური უწყება 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ "არჩევნები დახარვეზებულია".

„ჩვენი სერიოზული შეშფოთება საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით დადასტურებულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით. როდესაც არჩევნები დახარვეზებულია, დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“, — წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე სოცქსელ X-ზე.

ცნობისთვის: "ოცნების" სპიკერები ცდილობენ, იგივე დასკვნა სადავო არჩევნების ლეგიტიმურობის მტკიცებულებად გაასაღონ.

თავად დასკვნაში კი ნათქვაია შემდეგი: „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“.

ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასაკმარისად იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმები.

ასევე, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა და მასობრივი დაკავებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაცვის მიმართ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

„ჩვენს ანგარიშში აღწერილი მრავალი საკითხი უარყოფითად აისახა არჩევნების მთლიანობაზე და საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ,“ – აღნიშნა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები“.

ODIHR-მა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა დემოკრატიული არჩევნების საკანონმდებლო საფუძველს, მაგრამ „ბოლო ცვლილებები, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული, უარყოფითად აისახა პროცესზე“.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „საჩივრები როგორც ხმის მიცემის დღემდე და ამ დღის შემდეგ ხშირად არ იყო სათანადოდ სიღრმისეულად განხილული და ტექნიკური საფუძვლით არ განიხილებოდა, რაც არღვევდა სათანადო განხილვის უფლებას.

ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღეს დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულოს დარღვევის ხშირი შემთხვევები, პროცედურული შეუსაბამობები და ზეწოლისა და მუქარის შესახებ შეტყობინებები, მათ შორის პროცესის ვიდეოჩანაწერის გზით, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოებრივ ნდობაზე.

OSCE/ODIHR რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საჩივრების ეფექტური განხილვა, გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა პროცესისადმი.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, დემონსტრაციები ძალადობრივად იქნა დაშლილი, დააკავეს ჟურნალისტები და დაფიქსირდა ბრალდებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შსახებ.

ODIHR ხაზს უსვამს, რომ ის, თავისი მანდატის შესაბამისად, არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე.

„ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში“, - წერს ეუთო.

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ცვლილებების შესახებ, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, ამომრჩევლებს მიეცეთ შიში გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა და გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მთლიანობა საქართველოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S