
ქობულეთში გამართულ ღონისძიებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თოჯინების თეატრმა მონაწილეობა მიიღო
11/09/2024 14:54:08 რეგიონები, რეკლამა
1-6 სექტემბერს, ქობულეთში ჩატარდა თოჯინური სპექტაკლების ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი ,,მზიანი საქართველო’’, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თოჯინების თეატრმა( ხელმძღვანელი - შალვა ხვედელიძე) პირველად და წარმატებით მიიღო მონაწილეობა. წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძია ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი”(რეჟისორი გურამ კეკელიძე), მოიპოვა ფესტივალის სხვადასხვა ნომინაცია და დაჯილდოვდა არაერთი დიპლომით, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი ავრცელებს.
"ცენტრი ულოცავს თოჯინების თეატრს და ხელმძღვანელს შალვა ხვედელიძეს პირველ წარმატებულ ნაბიჯს თეატრალურ სამყაროში და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!
მალე, თოჯინების თეატრი მეორე სეზონს გახსნის და შემოგთავაზებთ სპექტაკლს", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021