
სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვამ" თურქეთში გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა
25/06/2024 14:46:46 რეგიონები, რეკლამა
2024 წლის 21-25 ივნისს თურქეთში, ქალაქ აივალიკში გაიმართა ტრადიციული, მაშტაბური, გამორჩეული ფესტივალ-კონკურსი - ეგეოსის თასი 2024, სადაც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" იყო, ქალბატონ ნინო იმერლიშვილის და ბატონ გიორგი პატაშურის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ ინფორმაციას ცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი ავრცელებს.
"ანსამბლი "როკვა" მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 4 საცეკვაო პერფორმანსით წარდგა და მოიპოვა ,,ეგეოსის თასი 2024”, ნომინაცია "წლის წარმდგენი ქვეყანა 2024".
ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდნენ მსოფლიოდან ჩასული 1500-მდე მონაწილე და 15 ქვეყანა.
გალა-კონცერტი აივალიკის ბულვარის მოედანზე გაიმართა.
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ღირსეულ წარმომადგენელ ანსამბლ ,,როკვას”!", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021