Accentnews.ge
დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

18/12/2024 10:40:57 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

„ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30- კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S