
ერევანში სოროსის ფონდის ოფისი ალყაში მოაქციეს
31/05/2019 10:35:22 კავკასია
ერევანში ფონდ „ღია საზოგადოების“ (სოროსის ფონდი) ოფისი ალყაშია მოქცეული. ორგანიზაციის სომხეთში საქმიანობით უკმაყოფილო მოქალქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე სამართალდამცველთა სიმრავლე შეინიშნება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი სომხეთის პოლიციის უფროსის ყოფილი მრჩეველი სადღეისოდ აქტივისტი ნარეკ მალიანია, რომელსაც „კომუნისტური პარტიის" ხელმძღვანელობამაც დაუჭირა მხარი.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა– შემოხლა მოხდა.
„ჩვენ – სომხეთის მოქალაქეებს სრული უფლება გვაქვს სოროსის ფონდის ოფისის ბლოკირება მოვახდინოთ – ზუსტად ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების საფუძველზე სასამართლოების შენობები მოაქციეს ალყაში. იმ აქციებისგან განსხვავებით, პოლიცია ჩვენსას ხელს უშლის და ეს ორმაგი სტანდარტებია. დღეს სომხეთის სახელმწიფო ორგანოებს სოროსის ნებას ახვევენ თავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მალიანმა.
მანამდე ოფისის ხელმძღვანელმა ლარისა მინასიანმა პოლიციას მიმართა და აცნობა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ორგანიზაციას მისი საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ. მალიანი პოლიციაში დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა.
ადრე ნარეკ მალიანს და მისი საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ადეკვადის“ წარმომადგენლებს გამართული აქვთ საპროტესტო აქციები სომხეთის პარლამენტისა და ქვეყანაში ევროკავშირის მისიის შენობებთან. ისინი იქაც აცხადებდნენ, რომ „სომხეთს დღეს რეალურად სოროსი მართავს“
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021