Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტრო: ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

იუსტიციის სამინისტრო: ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

17/12/2024 13:05:54 კონფლიქტები, პოლიტიკა, სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S