Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია

ევროკავშირის ელჩი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია

13/12/2024 09:15:29 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ბიზნესი შეშფოთებულია.

შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

მე-16 დღეა, პროტესტი არ წყდება დედაქალაქსა და რეგიონებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

არაერთი დემონსტრანტი საუბრობს მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S