Accentnews.ge
ბეშიტაიშვილი: კანონი აღარ არის, აქვთ „ბეზპრიძელი“, ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის ეს ყოველივე

ბეშიტაიშვილი: კანონი აღარ არის, აქვთ „ბეზპრიძელი“, ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის ეს ყოველივე

05/12/2024 19:47:11 საზოგადოება, ციტატა

"კანონი აღარ არის, აქვთ „ბეზპრიძელი“ - რუსული სიტყვაა, თარგმანი რომ არ აქვს, აი, ასეთ მდგომარეობაში არიან, რუსულ დღეში არიან თვითონ და ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის ეს ყოველივე“,- ასე ეხმიანება მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი მისი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას.

მსახიობი საკუთარ სახლში პოლიციამ დღეს დააკავა.

შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით თბილისსა და იმერეთში დააკავა ხუთი პირი. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S