
საპროტესტო მსვლელობა იმართება ლაგოდეხშიც
02/12/2024 14:12:27 რეგიონები, საზოგადოება
მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებისა, საპროტესტო მსვლელობა იმართება ლაგოდეხშიც.
მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია მსვლელობით დადიან ქალაქის ქუჩებში. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ საერთო პროტესტს ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ვარ იქ, სადაც უნდა იყოს თითოეული ქართველი, იმიტომ, რომ ხვალ ძალიან გვიან იქნება! არ შემიძლია, ჩემს მოსწავლეებს ვუთხრა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის მით იყვეს უკეთ - და ჩემი სიტყვა და საქმე განყენებული იყოს ერთმანეთისგან. არ შემიძლია არ ვიყო იქ, სადაც არიან ჩემი სტუდენტები, მოსწავლეები. სხვაგვარად მე, როგორც დედა, როგორც პიროვნება, როგორც მასწავლებელი ვერ უბრალოდ ვივლი. დღეს ვეღარავინ შეგვაშინებს ომით, ვერც "ღირსებით ევროპისკენ", ვხედავთ უღირსობის მაგალითს, ომს ქვეყანაში - ძმათა ომს, საკუთარი შვილების დასისხლიანებულ სახეებს",- თქვა აქციის მონაწილემ, პედაგოგმა თამარ გახელაძემ
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021