Accentnews.ge
მოსკოვმა ინგუშეთში ტეიპების საქმიანობა აკრძალა

მოსკოვმა ინგუშეთში ტეიპების საქმიანობა აკრძალა

31/05/2019 08:53:16 კავკასია

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ინგუშეთის ტეიპთა (ტეიპები (საგვარეულოთა გაერთიანებები) 2018 წლის შემოდგომაზე დაწყებული სახალხო დემონსტრაციების აქტიური მხარდამჭერები არიან) საბჭოს საქმიანობა აკრძალა.

როგორც BBC-ს რუსულ ბიუროს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მუსა ზურაბოვმა განუცხადა, ამ ბრძანებით ტეიპთა საბჭოს ეკრძალება დემონსტრაციების ჩატარება, საკუთარი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება, ფართის დაქირავება და ა.შ. 

აკრძალვას სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მუსა ზურაბოვი აცხადებს, ტეიპთა საბჭოს უკვე დიდი ხანია პრობლემებს უქმნიან, თუმცა წინააღმდეგობების მიუხედავად, ისინი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ

BBC-ის ცნობით, ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი  საპროტესტო დემონსტრაციების განახლებას გეგმავს. 

სახალხო გაერთიანება „ინგუშ ხალხთა ტეიპთა საბჭო“ პირველივე დღიდან უჭერდა მხარს საპროტესტო აქციებს ინგუშეთში, რომელიც ჩეჩნეთთან სასაზღვრო ხელშეკრულების დადების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S