
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
28/11/2024 12:16:53 რეგიონები, ეკონომიკა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი დაშეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კმ58-კმ62 მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021