
აფხაზეთში ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნები" 15 თებერვლისთვის დაინიშნა
28/11/2024 09:35:47 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვლისთვის დაინიშნა. "პარლამენტის" ეს გადაწყვეტილება დღეს განსაჯაროვდა.
როგორც დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული, ვადამდელი "არჩევნები" აფხაზეთს 20-25 მლნ რუბლი დაუჯდება.
უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, რომ კენჭს 19 ნოემბერს გადამდგარი დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანიაც იყრის. რაც შეეხება ოპოზიციას, ცნობილია რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი, თუმცა ოფიციალური განცხადებები ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა.