
ბჟანიამ დაადასტურა, რომ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის
25/11/2024 07:55:22 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც 19 ნოემბერს საპროტესტო ტალღის ფონზე გადადგა, მოსკოვში რამდენიმედღიანი ვიზიტის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლის თებერვლისთვის დაგეგმილ "საპრეზიდენტო არჩევნებზე" კენჭს იყრის.
"აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცილობლად მივიღებ მონაწილეობას. ჩვენი გუნდი არჩევნებში აუცილებლად ჩაებმება და ჩემს კანდიდატურასაც წარვადგენ" - განაცხადა ბჟანიამ.
ცნობისთვის: დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 15 ან 16 თებერვალს გაიმართება. მოსკოვი ბჟანიას მიმართ მხარდაჭერას არ მალავს.