Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც შინ და გარეთ კითხვები წარმოშვა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც შინ და გარეთ კითხვები წარმოშვა

09/04/2019 09:02:08 თვალსაზრისი, ანალიზი

გასულ კვირას საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდასაქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიგანცხადება იმის შესახებ, რომ "ბრექსით(ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა) შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აღმოჩნდეს. ამ ორ მოვლენას შორის კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეზიდენტს არ განუმარტავს, მან მხოლოდ ეს თქვა: 

საქართველო ცდილობსგამოიყენოს ისრაც შეიძლება, მოხდეს "ბრექსითთანდაკავშირებით,რათა შეაღოს ევროკავშირის კარი იმ დროსროდესაც საფრანგეთის პრეზიდენტიემანუელ მაკრონი მხარს უჭერს „ყველასთვის ღიაგანსხვავებული სიჩქარის ევროპას". ლოგიკაიმაშიარომ ქვეყანასრომელიც მტკიცედ მიემართება ევროპისკენარ შეიძლება, იმაზე ნაკლებადმოეპყრანვიდრე ქვეყანასრომელიც მტკიცედ მოძრაობს ევროკავშირიდან გასასვლელად”, –განაცხადა პრეზიდენტმა „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა .

აქცენტი“ შეეცადა, ექსპერტების დახმარებით გაერკვიარა კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირიშეიძლებოდა, ეგულისხმა სალომე ზურაბიშვილს.

ანალიტიკოს  გიორგი გობრონიძისთვის პრეზიდენტის განცხადება სრულიად გაუგებარია:

კარგი იქნებოდათავად პრეზიდენტს განემარტარას გულისხმობდავერ ვხვდები, 18-ტრილიონიანი ეკონომიკის როკავშირიდან გასვლა ჩვენ რას გვაძლევს და როგორ გვიხსნისგზას ევროკავშირში? ადგილი გამოთავისუფლდება და ჩვენ მიგვიღებენ?! ბრიტანეთის დაევროკავშირის ურთიერთობები ერთი თემააჩვენი და ევროკავშირის - სულ სხვა დღის წესრიგი.მსოფლიოს მეორე ფინანსური ცენტრია ლონდონიუდიდესი პოტენციალის მქონე სახელმწიფოდა ეროვკავშირიდან მისმა გასვლამ ჩვენ გაგვიზარდა შანსები? - ცოტა უცნაურად ჟღერსმაშინჩვენ ბრიტანეთის ტიპის ქვეყანა, სულ მცირე, დემოკრატიის ხარისხით მაინც უნდა ვიყოთ,აღარაფერს ვამბობ პოტენციალსა და წარმოებაზეალბათ, რაღაც სხვა მოსაზრება აქვს ქ-ნ ზურაბიშვილსრასაც მე უბრალოდ ვერ ვხვდები და სჯობსმანვე განმარტოს“.

ანალოგიური პოზიცია აქვს ანალიტიკოს ვანო ჩხეიძეს:   

სიმართლე გითხრათამ ორ თემას ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ“.

დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე ფიქრობს,რო პრეზიდენტის ეს კონკრეტული ინტერვიუ საქართველოს პარტნიორებში უხერხულ კითხვებს გააჩენს:

ვისურვებდირომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეტ ძალისხმევასხარჯავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაიის მხარდასაჭერად,მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის ეს კონკრეტული ინტერვიუჩემი აზრითუამრავ უხერხულკითხვას გააჩენს ჩვენს პარტნიორებშიპირველია, რა უპურატესობას აძლევს საქართველოსევროკავშირიდან იმ სახელმწიფოს გასვლარომელიც ამ კავშირის გაფართოების და საკუთრივსაქართველოს ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერიაიქნებ,საქართველოს პრეზიდენტს ჰგონიარომ ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირში ჩვენთვისადგილი თავისუფლდება?! ვივარაუდებრომ ეს განცხადება არც ევროკავშირის დარჩენილქვეყნებს მოეწონებოდათრომლებსაც გაწევრიანების კრიტერიუმები არ გაუუქმებიათ და არცბრიტანეთს“.

სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, „ბრექსითსა“ და საქართველოს შორის კავშირს ვერც საქართველოსყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხედავს:

 „მე ვერ ვხედავრომ „ბრექსითი“, როგორც პროცესი, რაიმე ახალ შესაძლებლობასფანჯარას ხსნიდესჩვენთვისალბათ, ქ-მა პრეზიდენტმა იგულისხმარომ თუ ევროკავშირის შიგნით არსებული ამკრიზისის ფონზე ამ ორგანიზაციას ჩვენს ერთგულებას დავანახებთ და ჩვენი დიალოგი უფროინტენსიური იქნებაამან საქართველოს მიმართ მეტი სიმპათია უნდა გააჩინოსალბათ, ამგვარი რამიგულისხმა მანთუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდიაყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთის ჩანაცვლებაზესაუბარი არასერიოზული იქნებოდა და არა მგონია, პრეზიდენტს მსგავსი რამ ეგულისხმა“.

ცნობისთვისევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისშიჩატარდაგასვლას სამეფოს 17,4 მლნ-მა მოქალაქემ (რეფერენდუმის მონაწილთა 51,89%-მადაუჭირამხარიწინააღმდეგ 16,1 მლნ-მა (48,11%) მისცა ხმა.

თავდაპირველად “ბრექსითი” 2019 წლის 29 მარტისთვის იყო დანიშნულითუმცა ამ თარიღამდე ორიკვირით ადრე პრემიერ ტერეზა მეის მთავრობამ და დეპუტატებმა ვერ შეათანხმეს პირობებირომლითაცსამეფო ევროკავშირს დატოვებს.  

28 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ „ბრექსითისადმი“ მიდგომის რვაალტერნატიული ვარიანტიდან ვერც ერთს ვერ დაუჭირა მხარიყველაზე მეტი ხმა მიიღო წინადადებამბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში დარჩენის შესახებთუმცა ხმათა უმრავლესობა ვერცმან მოიპოვა.

დეპუტატებმა სარეიტინგო კენჭისყრა იმ ჩიხიდან გამოსვლის იმედით გამართესრომელიც მათ მიერტერეზა მეის მთავრობის წინადადებების ორჯერ ჩაგდების შემდეგ წარმოიშვაგანმეორებითრეფერენდუმსრომელსაც ოპოზიციონერმა ლეიბორისტებმა დაუჭირეს მხარი, 268 დეპუტატმა მისცა ხმა295–ის წინააღმდეგხოლო ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას – მხოლოდ 160–მაამგვარად,პარლამენტმა ვერ ჩამოაყალიბა ერთიანი მიდგომარომელიც ტერეზა მეის კაბინეტს სტრატეგიის შეცვლასაიძულებდა.

29 მარტს ბრიტანულმა პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული გეგმამესამედ ჩააგდო.  დეპუტატებმა „ბრექსითის“ თარიღი ფორმალურად 29 მარტიდან 12 აპრილამდეგადასწიესრაც მანამდე ევროკავშირთან იყო შეთანხმებულითუმცა 12 აპრილამდე ლონდონმაევროკავშირს ჩიხიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა უნდა წარუდგინოსრომელიც ჯერჯერობით არგააჩნია და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს "ბრექსითისთარიღის 30ივნისამდე გადავადების თხოვნით  მიმართა.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S