
ბჟანია: "რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ მითხოვია"
21/11/2024 07:35:47 კონფლიქტები
საპროტესტო აქციების დროს აფხაზეთს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით არ მიუმართავს, - განაცხადა რუსულ მედიასთან საუბრისას 19 ნოემბერს გადამდგარმა ყოფილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
"ვთქვი, რომ ცუდი არ იქნებოდა, რუსული მხარე მომლაპარაკებლად გამოსულიყო საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ საქმე აქამდე არ მივიდა - თავად გადავჭერით შექმნილი პრობლემა" - განაცხადა ბჟანიამ.
ცნობისთვის: დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას თებერვლისთვის დაგეგმილ "საპრეზიდენტო არჩევნებამდე" ბჟანიას გუნდის "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს. გადამდგარ "პრემიერ" ალექსანდრე ანქვაბის სავარძელი კი დროებით, ასევე "არჩევნებამდე" ოპოზიციონერმა ვალერი ბგანბამ დაიკავა.